ელექტროშოკური აპარატით მოპოვებული 1,5 კგ ხრამული ბოლნისში

0
99

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის მიმდებარედ, მდინარე ქციაზე, მოქალაქე ლოგმან შარიფოვი თევზაობდა ელექტროშოკური აპარატით.

მას მოპოვებული ჰქონდა 1,5 კგ ხრამულის სახეობის თევზი.

სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღი და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია