ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დასრულდება

0
155

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოცდებისთვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.gov. ge და online.naec.ge მიმდინარეობს. 30 მარტის მონაცემებით, რეგისტრირებულია: 37 300 -ზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; 2 200 -ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისთვის.

რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.
20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. აგრეთვე, შესაძლებელი იქნება გამოცდის ენის შეცვლაც. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

რეგისტრაციის პროცესის მხარდასაჭერად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი – 2 47 33 33. ინფორმაციის მიღება ონლაინ დახმარების სერვისითაც არის შესაძლებელი.

კომენტარები გამორთულია