„უხელფასო” გამგებელი – რა ქონებას ფლობს გოჩა ჯამარაული

0
523

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ორი დღის წინ შეავსო. გამგბელს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. დეკლარაციის მიხედვით გოჩა ჯამარაულის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია:

  • ათი მიწის ნაკვეთი, თბილისში, მცხეთასა და გარდაბანში, საერთო ფართი – 14 751 კვ.მ
  • სამი ბინა, თბილისში, საერთო ფართით – 582 კვ.მ
  • ერთი საცხოვრებელი სახლი საგურამოში – 200 კვ.მ
  • არასაცხოვრებელი ფართი თბილისში – 96 კვ.მ

დეკლარაციაში მითითებული არ არის არცერთი უძრავი ქონების ღირებულება. 10 მიწის ნაკვეთიდან, ჯამარაულს სამი 2016 წელს აჩუქეს, ერთი კი თავად შეიძინა, თუმცა დეკლარაციაში არც აღნიშნული მიწის ღირებულება არ არის მითითებული.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, გამგებელი 2010 წლის მსუბუქ ავტომობილს პრადოს ფლობს, მისი მეუღლე კი 2004 წლის, ასევე ტოიოტას ფირმის მანქანის მფლობელია, უცნობია ავტომობილების ღირებულება.

დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ჯამარაულს თიბისი ბანკის ანაბარზე 350 000 ლარი აქვს. გამგებელი შპს „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ 60 პროცენტიანი წილის მფოლებელია. აღნიშნული საწარმოდან მისი შემოსავალი ერთი წლის მონაცემებით 900 000 ლარია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული თანამდებობის სარგოდ 33 062 ლარი მიიღო. რომელიც, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

გასულ წელს, გამგებელმა თავისი სახელობის ფონდი შექმნა, სადაც ხელფასს რიცხავს. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გამგებელი ფონდიდან გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარა.

ნინო ბერიძე
გარდაბანი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია