რუსთავის ხარების ტაძრის ოფიციალური განცხადება

0
1090

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქალაქის დაწესებულებებსა და მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში რელიგიური აფერისტები ავრცელებენ განცხადებას და ყიდიან სანთლებს იმ მიზეზით, თითქოს შეგროვებული თანხა მოხმარდება ხარების სახელობის ტაძარს.
ვაცხადებთ, რომ ამ სიცრუის გამავრცელებლებს რუსთავის ხარების ტაძართან არაფერი აკავშირებთ!
გთხოვთ, იყოთ ფხიზლად, რათა არ გახდეთ რელიგიური აფერისტების მსხვერპლი.

დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი
რუსთავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვარი

კომენტარები გამორთულია