გაფიცული მძღოლები „ინტენტრასი“-ს ხელმძღავნელობას ხვდებიან

0
336

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსები გაიფცნენ. ვარკეთილის ხაზზე მომუშავე მძღოლები დღეს დილიდან მგზავრთა გადაყვანაზე უარს აცხადებდნენ. როგორც მძღოლები ამბობენ, მათი პროტესტის მიზეზი გეგმიური გადასახადის მომატებაა. მათი თქმით კომპანია „ინტენტრასი“ გადასახადს 10 ლარით ზრდის.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ კომპანიაში. საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი „ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მძღოლები ისევ იმ ტარიფს იხდიან, რასაც მანადე.

„რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მძღოლები, მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, შემცირებულ გადასახად იხდიდნენ. კომპანიამ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და ამ ოთხი თვის განმავლობაში იხდიდნენ შემცირებულ გეგმიურ გადასახადს. თუმცა ხელეკრულების პირობების თანახმად ისინი ამჯერად ისევ  დაუბრუნდნენ ძველ გეგმიურ ტარიფს. ანუ არ გაზრდილა გეგმიური ტარიფი, მძღოლებმა თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება რომ არ გადაეხადათ გადასახადი. კომპანიის ხელმძღვანელობა მათ შეხვდა რამდენჯერმე და მისცა სიტყვიერი გაფრთხილება თუმცა უშედეგოდ. გამომდინარე აქედან დღეს დილით ინტერტრანსმა მიიღო გადაწყვეტილება რომ აღნიშნულ მარშუტზე გაეჩერებინა მხოლოდ რამდენიმე მიკროავტობუსი. თუმცა მგზავრთა გადაყვანა დღის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა“ – ამბობს სოფო ცერცვაძე.

როგოც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ წუთებში გაფიცული მძღოლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრა მიმდინარეობს. დღის ბოლოს კი რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მძღოლებს, ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანიაც შეხვდება.

კომენტარები გამორთულია