როდიდან გამოიდარებს

0
388

საქართველოში 3 აპრილიდან გამოიდარებს, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით 3 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში, 4 აპრილიდან კი აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. კერძოდ, 7 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-დან 25 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში 17-დან 22 გრადუსამდე.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხვალ დილით მცირე ნალექია ნავარაუდევი, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე მოიმატებს.

 

კომენტარები გამორთულია