რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ

0
264

რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

ამის შესახებ, კომპანია „ინტერტრანის“ხელმძღვანელობისა და მძღოლების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, მძღოლები ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. რაც შეეხება ტარიფს ისინი, ხელშეკრულების შესაბამისად გეგმიურ 80 ლარს გადაიხდიან.

„ინტერტრანსთან“ შეხვედრის შემდეგ  მძღოლები ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტს ესაუბრნენ. ლავრენტი ალანიას თქმით, პრობლემა აღარ არსებობს და შესაბამისად დასაქმებულები მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები დღეს დილით გაიფცნენ. ვარკეთილის ხაზზე მომუშავე მძღოლები მგზავრთა გადაყვანაზე, გეგმიური გადასახადის მომატების გამო, უარს აცხადებდნენ.

კომენტარები გამორთულია