თბილისი-რუსთავის გზის არეალში მოხვედრილ 10 პირს ქონებას ჩამოართმევენ

0
697

თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილ 10 პირს ქონებას ჩამოართმევენ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბიზნესი და ეკონომიკა ავრცელებს.

ექსპოპრიაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეკონომიკის მინისტრის თანხმობა უკვე მოიპოვა. საუბარია იმ პირებზე ვისთანაც ქონების დათმობაზე შეთანხმება ვერ მოხდა.

აღნიშნულ პირებს შეთავაზებული კომპენსაციის თანხის, ან შეთავაზებული საკომპენსაციო ქონების გასაჩივრება სასამართლოში შეუძლია.

როგორც ცნობილია შენდება თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალი, სულ 17 კილომეტრი.

სამშენებლო არეალში მოყოლილი უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია.

წყარო:gbc.ge

კომენტარები გამორთულია