მოიმატა თუ არა რუსთავში ვირუსულმა ინფექციებმა

0
716
ფოტო არ ასახავს მასალაში მოყვანილ ფაქტს

რუსთავის რამდენიმე ბაღში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის მიერ დეზინფექციის სამუშაოები ჩატრდა. სამშაოების ჩატარების აუცილებლობა ვირუსული ინფექციების გამოვლენამ გამოიწვია.

სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი „ტელეგრაფთნ“ საუბრისას ამბობს რომ, სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ იმ ბაღებში ჩატარდა, სადაც ვირუსი აღმოჩნდა. მისი თქმით სპეციალური მომართვიანობა ამისთვის საჭირო არ არის.

„საავადმყოფოში ინფექიის დადგენის შემთვევაში სამუშაოების ჩატარებას სამსახური აუცილებლად უზრუნველყოფს. რომელ ბაღშიც მოხდა ვირუსით დაინფიცირება, ჩვენ ყველაგან შესაბამისი სამუშაოები ჩავატარეთ” – აცხადებს ბეგაშვილი.

ვირუსული ინფექციების აღმოჩენასთან დაკავშირებით ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებას დავუკავშირდით, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ეპატზე ვირუსული ინფექციის არცერთი შემთვევა არაა დაფიქსირებული. რა შეეხება ოჯახის ექმიებთან ვიზიტს, როგორც მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრში განგვიცხადეს, მიმართვიანობა წელსაც ისეთივეა, როგორც გასულ წლებში.

„ჩვენთან დაფიქსირდა ჩუტყვავილის რამდენიმე შემთვევა, თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და წელს რაიმე განსაკუთრებული არაა. ვერ ვიტყვით რომ საგანგაშოა აღნიშნული შემთხვევები. ვირუსული ინფექციები ადრეულ გაზაფხულზე ბუნებრივია და აქ განგაშის საფძველი ნამდვილად არ არსებობს“ – ამბობს რუსუდან ადამია.

რაც შეეხება ბაგა-ბაღების გაერთიენების პოზიციას, ეკა ხუციშვილი ამბობს რომ ჩუტყვავილაზე და წითელაზე ამ ეტაპზე მათთან იფორმაცია არ მისულა.

„ჩვენ არ გვაქვს ამის შესახებ ინფომრაცია, იმიტომ რომ ალბათ არ არის ბაღებში ვირუსი. ჩვენ გვაქვს ერთდერთი შემთვევა ა ჰეპატიტზე, რომელიც აღმოჩნდა 25-ე ფილიალში და ყველაფერი რაც შეიძლებოდა რომ გაკლეთებულიყო, კერძოდ სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარებულია, ბავშვს აქვს მსუბუქი ა ჰეპატიტი და მკურნალობას სახლში გადის” – აცხადებს ხუციშვილი.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

NO COMMENTS