რუსთავს წყლის მიწოდება შეეზღუდება

0
850

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„4 აპრილს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე “მარანი”   სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, რის გამოც ხვალ, 4 აპრილს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას. წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

NO COMMENTS