სამი სამსახური და 300 000-მდე ხელფასი

0
362

სს-საქართველოს რკინიგზის, გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 მარტს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით ბახტაძე მარტო ცხოვრობს და მის სახელზე ორი ნაჩუქარი უძრავი ქონება ირიცხება. საცხოვრებელი სახლი მცხეთაში 355,05 კვ.მ და იმავე მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი 670,00 კვ.მ. ორივე საჩუქარი მან 2016 წელს მიიღო.

მამაუკა ბახტაძეს მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე 25637,93 დოლარი და 29383,86 ლარი აქვს.

2016 წელს მამუკა ბახტაძე ერთდროულად სამ თანამდებობას იკავებს.  სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მან შემოსავალი 01.01.2016 – 31.12.2016 -მდე  220474,00 ლარი მიიღო.

შპს ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის  01.01.2016 – 31.12.2016 პერიოდში –  45662,00 ლარი, ხოლო შპს ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 01.01.2016 – 31.12.2016 18552,00 ლარი.

მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“გენერალურ დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ, შპს „ჯრ ტრანზიტ ლაინ“-სა და  შპს „ჯორჯია ტრანზიტი“-ს აღნიშნული საწარმოები  სს „საქართველოს რკინიგზის“ დაფუძნებულია.

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია