პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება

0
105

ამის შესახებ პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

“რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს თვითმმართველობებშიც. ის კი არა, რომ გავაუქმოთ თვითმმართველობები, პირიქით, რაც შეიძლება მეტი არჩევნებზე მიბმული თვითთმართველობა უნდა იყოს. ეს დიალოგი, რომ არჩევნები ჩატარდეს სოფლებსა და დაბებშიც, ჯერ კოდევ 90-იან წლებში დაიწყო. შევარდნაძის ადმინისტრაციაში დავდიოდით და ვეუბნებოდით, რომ მიეცით ხალხს თავისი მერების, გამგებლების, საკრებულოების არჩევის შესაძლებლობა. პასუხი იყო, რომ ჯერ ადრეა. მე ვეუბნეოდი – თუ ხალხი შევარდნაძეს ირჩევს, გამგებელს რატომ ვერ აირჩევს? ე.ი. ხალხი თბილისში ხედავს შევარდნაძე სჯობს თუ სხვა და თავის სოფელში ვერ ხედავს რომელი იქნება უკეთესი მერი ან გამგებელი ან სოფლის თავი” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ხალხს იმის არჩევა, ვისაც უფლებებს ვაძლევთ

კომენტარები გამორთულია