საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2017 წელი, მარტი

0
168

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს, კერძოდ:

წლევანდელი მარტის თვე 511 045 ვიზიტით განისაზღვრა, რაც, 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 13,1%-ით მეტია.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის ინტერვალში ქვეყანაში 1 266 125 ვიზიტი განხორციელდა, რაც, 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 11,4%-ით მეტია. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს – 513 643-ით განისაზღვრა, რაც, 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 25,7%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის მარტის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება ასეთია:

ა) ტურისტი – 219 642 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 28,6%);

ბ) ტრანზიტი – 94 399 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 14,3%);

გ) სხვა – 197 004 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 0,6%).

მიმდინარე წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+11,1%), სომხეთიდან (+11,2%), თურქეთიდან (-17,3%), რუსეთიდან (+16,3%), უკრაინიდან (+16,5%) და ირანიდან (+194,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც, საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტშიც გამოირჩნენ პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და ლიტვა (შესაბამისად- 34%, 27%, 27%, 17%, 16% და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (80 %), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (20%), უზბეკეთი (147%), თურქმენეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსი (18%) და მოლდოვა (10%).

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY