სიბინძურე საზოგადოებრივ ტრანსპორტში

0
697

რუსთავში ყოველდღიურად  სამარშრუტო ხაზებზე ორასამდე შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადაადგილდება. მოსახლეობის თქმით ტრანსპორტის სალონები ხშირად მოუწესრიგებელია, რაც მათ დისკომფორტს უქმნის. „ტელეგრაფს“ აღნიშნული პრობლემით რუსთავის მოქალაქე დაუკავშირდა. დავინტერესდით  როგორ და რა ინტენსივობით ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანიტარული დასუფთავება და რას ამბობენ მგზავრთა გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლები თემასთან დაკავშირებით.

ჩვენ “რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ ხელმძღვანელს დავუკავშირდით. როგორც ირკვევა, ავტობუსების დასუფთავება ყოველდღიურად ხორციელდება. ფრიდონ დვალაძის თქმით, ხშირია შემთვევები როდესაც სატრნსპორტო საშუალებების დანაგვიანება მოსახლეობის მხიდან ხდება.

„ჩვენ ავტობუსებში სკამები განვაახლეთ, დარჩენილია მხოლოდ სამი ავტობუსი. მათი განახლებაც აუცილებლად მოხდება. უნდა ითქმას რომ, განახლებული სკამები ხშირ შემთვევაში უკან დაჭრილი და განადგურებული ბრუნდება. რც შეეხება წმენდას,  როგორც სალონში, ასევე გარედან ავტობუსი ყოველდღიურად სუფთავდება“ – ამბობს ფრიდონ დვალაძე.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა ასევე, რა მდგომარეობა იმ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით რომელიც შიდა საქალაქო ხაზებზე მოძრაობენ. როგრც ირკვევა, მათი მოვლა პატრონობა მხოლოდ მძღოლებზეა დამოკიდებული. მიუხედავაად იმისა რომ რუსთავში მათი მონიტორინგი სისტემატიურად ხდება, ხშირია შემთხვევები როდესაც სალონი მოუწესრიგებელია, სავარძლები კი დაბინძურებული.

„შიდა სალონის დასუფთვება ქიმიური ხსნარებით არ ხდება. ზოგადად მათი წმენდა დამოკიდებულია მძღოლემზე. ჩვენ ვახდენთ მათ შემოწმებას და მონიტორინგს. თუ მძღოლს სატრანსპორტო საშუალება დაბინძურებული აქვს ხდება მისი გაფრთხილება. მეორედ მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში კი მძღოლი ხაზიადნ იხსნება“ – ამბობს ტრანსპორტის კონტროლის განყოფილების უფროსი დაჩი გიორგაძე.

რაც შეეხება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავობუსებს დასუფთავების საკითხს, ამის შესახებ კომპანია „ინტერტრანსის“ საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. როგორც ირკვევა, სატრანსპორტო საშუალებების მოვლა აქაც  ყოველდღიურად ხორციელდება.

„ვერცერთი მძღოლი ვერ გაიყვანს ტრანსპორტს ხაზზე თუ არ იყო მოწესრიგებული. ყველა მძღოლი ვალდებულია რომ სატრანსპორტო საშაულება იყოს მოვლილი. ჩვენ რათქმა უნდა ვახორციელებთ მონიტორინგს და ხდება მათი შემოწმება. ხშირია შემთვევბი როცა მარშუტის დანაგვიანება მგზავრების მხრიდან ხდება. რაც შეეხება სავარძლებს, მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს რომ ნუ დასვრიან და გაუფრთხილდნენ მათ. იყო შემთევები ყავის, თუნდაც კოკა-კოლის დასხმის. მარშუტში ანტისანიტარიის აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრს შეუძლია კომპანია „ინტერტრანსის“ ცხელ ხაზზს აცნობოს. რის საფუველზეც აღნიშნული მარშუტი შემოწმდება და მოხდება შესაბამისი რეაგირება. ცხელი ხაზის ნომერი ყველა სატრანსპორტო საშუალებაშია გამოკრული“ – განაცხადა  სოფო ცერცვაძემ.

მიუხედავად იმისია, რომ ქალაქში მოძრავი სატრასპორტო საშუალებების მონიტორინგი ხორციელდება, რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმეტესობის პრობლემა მაინც მოუწესრიგებლობაა.

სამოქალაქო თვითშეგნება თუ კომპანიების უყურადღებობა? მიიღეთ ტელეგრაფის გამოკითხვაში მონაწილეობა და დააფიქსირეთ თქენი პოზიცია, რამდენად მოწესრიგებულია სატრანსპორტო საშუალებები და როგორ უნდა მოხდეს არსებული პრობლემის გადაჭრა.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

[yop_poll id=”9″]

[yop_poll id=”10″]

NO COMMENTS