უნდა აიკრძალოს თუ არა გარე ვაჭრობა რუსთავში

0
1055

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, გარემოვაჭრეები საქმიანობას მაინც აგრძელებენ. მიმზეზი ხშირ შემთვევაში უკდურესი გაჭირვებაა რომელიც მოვაჭრეებს აწუხებთ.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა იგეგმაბ თუ არა რაიმე ღონისძიების გატარება ამ მიმართულებით რუსთავში და მოხდება თუ არა მოვაჭრეებისთვის შესაბამისი სივრცის მოწყობა, სადაც ისინი საქმიანობას უპრობლემოდ შეძლებენ.

რუსთვის ზედამხედვლობის სამსახურის უფროსი ლევან კუპატაძე ამბობს რომ, გარე ვაჭრეობა მათი კომპეტენცია არ აირს.

„გარე ვაჭრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. ჩვენ დანაგვიანებასთან და ქუჩაში აწყობილ კონსტრუქციებთან დაკავშირებით გავატარეთ შესაბამისი ღონისძიებები. უშუალოდ გარე ვაჭრეობის აკრძალვა კი ჩვენ არ შეგვიძლია. იმ შემთვევაში, თუ მოვაჭრეს მოწყობილი აქვს დახელები და კონსტრუქციები ჩვენ როგორც უკანონოდ მოწყობილ ობიექტებზე, შეგვიძლია შესაბამისი გაფრთხილება და ჯარიმა დავაკისროთ მფლობელს, ოღონდ არა იმიტომ რომ ისინი გარემოვაჭრეები არიან“ – ამბობს ლევან კუპატაძე

მისივე თქმით ხშირია დანაგვიანების შემთხთვევები. როგორც კუპატაძე ამბობს, ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთვევაში ხდება შესაბამისი ჯარიმის გამოწერა.

„ხშირია შემთხევვები დანაგვიანების, სადაც გარე მოვაჭრეობაა, ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ მონისტორინგს მიმდებარე ტერიტორიებზე. ჯარიმა კი ანტისანიტარიის შემთხთევვაში 200 ლარით არის განსაზღვრული. კონსტრუქციების აღმოჩენის შემხთვევაში კი, ობიექტის მფლობელი 500 ლარით ჯარიმდება. სურათი ამ ეტაპზე ისეთი მწვავე არ არის როგორც ადრე, მოქალაქეების უმეტესობა ჩვენ ქმედებებს გაგებით ეკიდება.“

„ტელეგრაფი” გარე მოვაჭრეების პოზიციითაც დავინტერესდით, როგორც მოვაჭრეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათთვის ამ ეტაპზე საქმიანობა არავის აუკრძალია, თუმცა მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ისინი კანონს აუცილებლად დაემორჩილებიან.

გარევაჭრობა, ზაფხულთან ერთად აქტუალური თემა ხდება. ქუჩებში გაშლილი დახლები და მტვერსა და ნაგავში გაყიდული პროდუქტები რუსთავის რამდენიმე უბანში უკვე წლებია გვხდება. განსაკუთრებით რთული ვითრებაა, ეგრედ წოდებულ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფეხით სავალ ნაწილზე, მოვაჭრეებს გასაყიდად ტანსაცმელთან ერთად, სხვადასხვა საკვები პროდუქტიც უწყვიათ.  ანტისანიტარია კი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა, ბუნებრივია, პროდუქტზეც მოქმედებს და ის ხშირად ხდება მოწამვლისა და ინფექციების გამომწვევი მიზეზი.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

[yop_poll id=”11″]

კომენტარები გამორთულია