ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

0
236

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების გეგემის განხილვა და წინა წელთნ შედარებითი ანალიზი მოხდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია განსაზღვრული.

„გამომიდნარე იქიდან, რომ წელს სოფლის განვითარების პროგრამა გაუქმდა, მიმდიანრე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით სამშენებლო თანხები შემცირებულია. 1 200 000 ლარის ცენტრალური ბიუჯეტიდან მობილიზება აღარ განხორციელდა. დაახლოებით მილიონ ლარამდეა შემცირებული მუნიციპალური განვითარების ფონდიდან თანხები. სამაგიეროთ დაემატა მთიანი რეგიონის განვითარების ფონდიდან დაფინანსება, რომლის ათვისებასაც მუნიციპალიტეტი ახლა იწყებს.”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, მიმდიარე წელს მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოხდება შიდა გზების, გარე განათებების, მინი სტადიონების, სკვერების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების,  კანალიზაციისა და სანიაღვრეების მშენებლობა, ასევე განხორციელდება 15 საცხოვრებელი ობიექტივისთვის სახურავის შეცვლა.

(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია