რუსთავში სოციალური საცხოვრისი მოეწყობა

0
475

რუსთავში, მე-11 მიკრორაინში სოციალური საცხოვრისი მოწყობა. საცხოვრისისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტერიტორიაზე არსებულ შენობაში მოსაწყობია სართულშუა გადახურვა და კიბის უჯრედები, სარეაბილიტაციოა ფასადი, გადახურვა, ელექტროობა და კარ-ფანჯარა. მოსაწყობია შენობამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.

როგორც სატენდერო მასალებიდან არის ცნობილი, შენობაში უნდა მოეწყოს ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართები, საპირფარეშოთი და სამზარეულო კუთხით.

 

კომენტარები გამორთულია