რუსთავში №25 სკოლის სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0
225

ქალაქ რუსთავში №25 სკოლაში არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მოხდება. სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო წინადადებაზე რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მოხდება სკოლის შენობის მეორე სართულზე მდებარე დარბაზის სრული რეაბილიტაცია, მოწესრიგდება კიბის უჯრედი, დარბაზის დამხმარე ოთახები, გასახდელები და საშხაპეები.

კომენტარები გამორთულია