სპორტსმენის გიორგი დოინჯაშვილის დასახმარებელი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

0
60

რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივითა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მხარდაჭრით, რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ძალოსანი სპორტსმენის გიორგი დოინჯაშვილის დასახმარებელი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამოს მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ: ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და მისი მოადგილეები ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და ქალაქის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე. აქცია-კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება გიორგი დოინჯაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მდგომარეობით უკვე სტაბილურია, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებამდე რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი ესაჭიროება.

კომენტარები გამორთულია