7 აპრილი შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს

0
376

აღნიშნული ინიციატივა “მემარცხენე ალიანსს“ ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით ისინი  პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ, რომ ხარების მართლმადიდებლური დღესასწაული 7 აპრილი უქმე დღედ გამოცხადდეს.

მემარცხენე ალიანსში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადებას, დღეს, 4 აპრილს შეიტანენ პარლამენტში. ხარების დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს აღნიშნავს, მათი რწმენის მიხედვით, ამ დღეს მთავარანგელოზმა ამცნო მარიამს, რომ იესო ქრისტე დაიბადებოდა. რატომ უნდა გამოცხადდეს უქმე დღედ 7 აპრილი? ამ კითხვაზე “მემარცხენე ალიანსში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას დაარეგისტრირებენ.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

პარლამენტმა 23 თებერვალს დიდგორობა, 1121 წელს მომხდარი ბრძოლის დღე , 12 აგვისტო უქმედ გამოაცხადა.

წყარო:netgazeti.ge

 

კომენტარები გამორთულია