„პიკოლო” – ყველაზე გემრიელი და მყუდრო ადგილი რუსთავში

0
2078

„ტელეგრაფის“ მეგზურები, ნინი და სალომე, ამჯერად Piccolo-ს ესტუმრნენ.

დაახლოებით სამი ათას წელზე მეტს ითვლის ყველასათვის სასურველი და საყვარელი საჭმლის, პიცის ისტორია. თავდაპირველად, მის მიმართ საზოგადოება სკეპტიკურად იყო განწყობილი. მათთვის ძნელი დასაჯერებელი იყო როგორ შეიძლებოდა  ,,ნარჩენებისგან’’ გაკეთებული საჭმელი გემრიელი ყოფილიყო. მაგრამ სულ რამდენიმე წლის შემდეგ  პიცამ მსოფლიოს გარშემო აღიარება მოიპოვა  და მილიონობით ადამიანის #1 კერძი გახდა.

მიუხედავად უამრავი სახეობის არსებობისა, ყველა ერთხმად აღიარებს რომ იტალიური პიცა შეუდარებელია. ჯერ კიდევ 1835 წელს წერდა ალექსანდრე დიუმა, რომ პიცა- ეს იტალიელთა სიბრძნისა და მოხერხებულობის ერთგვარი ნაზავია.

ალბათ, ხშირად გიოცნებიათ იტალიაში მოგზაურობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნაციონალური კერძი დაგეგემოვნებინათ.  თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ეს ოცნება ოცნებად რჩებოდა.

დღეს კი  მეგობრობის 41-ში თქვენი ოცნების ახდენა ძალიან მარტივია.

პატარა, მყუდრო და მშვიდ გარემოში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ და მიირთვათ იტალიური სურნელით, არომატითა და ტემპერამენტით გაჯერებული პიცა.

პიკოლოს შეფ-მზარეული იტალიიდან მუდამ მზადაა თქვენი დილა, შუადღე თუ საღამო უგემრიელესი პიცით დაუვიწყარი გახადოს.

პიცერია პიკოლო მომხმარებელს სთავაზობს 16 დასახელების პიცას, მათ შორის ვეგეტარიანულსა და სამარხვოს.

ადგილზე, პიცის გარდა, შეგიძლია მიირთვათ სხვადასხვა დასახელების ნაყინიც.

ამ განსაკუთრებული კერძის დაგემოვნება სახლიდან გაუსვლელად, ერთი მარტივი ზარითაც შეგიძლიათ. ,,პიკოლო დრაივი’’ ყველგან მოვა, რათა თქვენი ოცნება რეალობად აქციოს.

  • (0341)25-33-63
  • 597-789-003

სამუშაო დრო: 10:00-დან 23:00-მდე

მის.: რუსთავი, მეგობრობის ქ. #41

მიუხედავად იმისა, რომ ერთ პატარა, ნაცნობ-მეგობრობით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ, ძალიან ხშირად არის შემთხვევა, როცა ვერ იღებთ გადაწყვეტილებას სად წახვიდეთ, რა აჩუქოთ, რითი გაერთოთ და ასე შემდეგ… დღეიდან შევეცდებით გაგიწიოთ მეგზურობა და თქვენი ყველა ინტერესი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.

ნინი და სალომე
რუსთავი 
(C) Telegraph.ge
მადლობა ფოტოებისთვის ჩვენს მეგობარს დავით შაქარაშვილს

კომენტარები გამორთულია