რუსთავში თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს

0
284

შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი და ქალაქის მერი დავით ჯიქია, მხარის გუბერნატორი და გამგებლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითებზე, თვითმმართევლი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე დეცენტრალიზაციასა და თვითმმართევლობის განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მიზანს, სამუშაო ჯგუფებში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენა წარმოადგენდა, რომელთა შეჯერების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობათა  ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ მოხდეს. კანონი მაქსიმალურად მორგებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებთან.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მსგავს შეხვედრებს სხვა ქალაქებშიც მართავს. უვე შედგა შეხვედრები, თელავში და მცხეთაში, უახლოეს პიერიოდში კი გორში, ახალციხესა და სხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

კომენტარები გამორთულია