„ფონიჭალა მეორე ვერეს ხეობა გახდება” – ჩავა თუ არა თბილისი-რუსთავის გზა სტრასბურგამდე

0
753

თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილ რამდენიმე ოჯახს  ქონებას ჩამოართმევენ.

ექსპოპრიაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეკონომიკის მინისტრის თანხმობა უკვე მოიპოვა. საუბარია იმ პირებზე ვისთანაც ქონების დათმობაზე შეთანხმება ვერ მოხდა. „ტელეგრაფი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რა პოზიცია აქვთ თავად ადგილობრივებს.

როგორც ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლოება ჩვენთნ საუბრისას აღნიშნავს, სახელმწოფოს მიერ შეთვაზებული ალტერნატიული ფართები მათთვის მიუღებელია. მათი თქმით, იმ ტერიტორიიდან წასვლა სადაც უკვე წლებია ცხოვრობენ რთულია. მოსახლოების უმეტესობა ამბობს რომ ქალაქში ცენტრში ბინის მიღება არ სურთ, ვინაიდან მათი საცხოვრებელი პირობები ცენტრს არ შეესაბამება. გარდა ამისა, თანხები რასაც მთვრობა მშენებლობის არეალში მოყოლილ მოქალაქეებს სთავაზობს, ბინის საყიდლად საკმარისი არა არის.

აღნიშნული პრობლემა ფონიჭალაში ორ უბანს აქვს. ოჯახები შეთავაზებული კომპენსაციის სიმცირეზე  საუბრობენ და ადეკვატურ საფასურს მოითხოვენ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მათ წინაღმდეგაც აამოქმედებს ექსპოპრიაციას, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

„ჩვენიი სახლების დატოვების კომპენსაციად შესაბამისი თნხების უნდა შემოგვთვაზონ. არავინ არ ამბობს რომ ჩვენ გამდიდრება გვინდა უბრალოდ გვინდა რომ ზუსტად ისეთივე პირობები შევიქმნათ, უსაფრთხო ადგილზე რაც ამჟამად აქ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სტრასბურსი სასამართლოში, ვინაიდან ჩვენი უფლებები დავიცვათ. ბოლო ძალების მოკრეფა რომ დაგვჭრდეს, ვალებს ავიღებთ და მაინც მივაღწევთ სამართალს. აქედან ძალიან მოშორებით შემოგვთვაზეს ბინები, თნხები კი რასაც გვთვაზობენ ისეთი მცირეა რომ დანგრეულ სახლსაც ვერ ვიყიდით.“

ერთ-ერთი ადგილობრივი „ტელეგრაფთან“ იმ პრობლმებზე საუბრობს რაც მშენებლობის განხორციელებამ შესაძლოა მიმდებარე კორპუსებს შეუქმნას.

„ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს რომ ეს გზა არის სახელმწიფო მნიშვნელობის და რა თქმა უნდა არ ვართ მისი განხორციელების წინააღმდეგი. უბრალოდ გვინდა რომ მშენებლობა მოსახლებისთვის და ბუნებისთვისაც ნაკლებად მტკივნეული იყოს. ფონიჭალა მეორე ვერეს ხეობა გახდება, რადგან იმ ვიბრაციას რაც აქ იქნება ეს კორპუსები ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა. მეორე საკითხია ის რომ კედლის აშენება იგეგმება, რომელიც პირდაპირ კორპუსის გასწვრივ იქნება და პრაქტიკულად ფაჯრები დაგველუქება. ჩვენი მოსახლოების ორი ფუნდამენტური უფლება ირღვება, ესაა კერძო საკუთრების და სიცოცხლის ხელყოფა. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეძლოს მოსახლოების უსაფრთხო ზონაში გადაყვანა და შესაბამისი კომპენსაციის გადახდა“ – ამბობს ადგილობრივი მოსახლე.

როგორც ცნობილია თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალს მეორე, 6,8  კილომეტრიანი გზა შენდება. სამშენებლო არეალში მოყოლილი უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან უკვე მიღწეულია. „ტელეგრაფი დაინტერესდა რა ბედი ელის დანარჩენ მოსახლოებას. ჩვენ მუნიციპალური განვითრების ფონდს დავუკავშირდით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსახლოებას წელიწად ნახევრის წინ თნხები ჩაერიცხათ. მიუხედავად იმისა რომ ნაწილი ქონებას მაინც არ თმობს, მთავრობა ასეთ ოჯახებს ქონებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევს.

მოხდება თუ არა შეთანხმდება მოსახლეობასა და კომპანიას შორის და გადაიხედება თუ არა მიმდებარე სახლების მდგრადობის საკითხი, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ვინაიდან გზის მშენებლობა პროექტის მიხედვით მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY