დანაგვიანების მიმართულებით, კატასტროფული სიტუაცია გვაქვს

0
174

დანაგვიანების პრობლემის მიმართულებით, კატასტროფული სიტუაცია გვაქვს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით სიტუაცია განსაკუთრებით რთულია ავტობანის მიმდებარე ტერიტორიებზე. მისი განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ საინფორმაციო კამპანია საკმარისი არაა.

“სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები, თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ჩვენი მოქალაქეებიც წერენ, ტურისტებიც და ძალიან მძიმე პრობლემაა. ის კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ. ეს ჩვენი ღირსების საქმეა” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები გამორთულია