თბილისში მხოლოდ ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ნარგავების მოჭრა იქნება შესაძლებელი

0
200

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა მხარი, მესამე მოსმენით, დაუჭირეს.

კანონპროექტის მიხედვით, მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მწვანე ნარგავები ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ.

ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოების მიერ მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემი ორგანო/სამსახური, ნებართვის გაცემის წესი და პირობები დადგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

კომენტარები გამორთულია