პარლამენტარებმა საფეხბურთო ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

0
137

ნატო-ს დღეების ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოყვარულო ტურნირი იმართება.

მინი-ფეხბურთის ტურნირში სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობს.

ტურნირის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და აპარატის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მეტოქის კარში ოთხივე გოლი პარლამენტის წევრმა, ირაკლი აბუსერიძემ გაიტანა.

კომენტარები გამორთულია