რუსთავში ახალდარგული ნერგები მოიპარეს

0
365

როგორც „უზრუნველყოფის“ სამსახურის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საერთო ჯამში 28 სხვადასხვა ჯიშის ნერგია მოპარული.

ქუთაისის ქუჩაზე დარგული ნერგებიდან 17 ალვის ხეა წაღებული, თბილისის ქუჩიდან კი 7 კიპაროსი და 4 ფიჭვი. გოჩა კიკაჩეიშვილის თქმით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურმა შესაბამისი აქტები შეადგინა.

გარდა ამისა რამდენიმე დღის წინ რუსთავში, მარის არხის დასახლების მიმდებარედ არსებულ ტყე–პარკში,  ახლად დარგული 60-მდე ფიჭვის ნერგი მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა სრულად გაანადგურა.

შეგახსენებთ რომ სეზონური სამუშაოების ფარგლებში, ქუთაისის ქუჩაზე 200 ძირი ალვის ხის ნერგი, კულტურისა და დასვენების პარკში პავლოვნიისა და კაკლის ნერგები, კოსტავას ქუჩაზე კი დეკორატიული მარადმწვანე ბუჩქები და სხვადასხვა სახეობის 1200 ძირი ხე-მცენარეები დაირგო.

კომენტარები გამორთულია