რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება მოხდება

0
193
ფოტო არ ასახავს დღევანდელ შემთხვევას

რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება მოხდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიამ 52 ათასამდე ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. სამუშაოების განხორციელება გამარტივებული შესყიდვის წესით მოხდება. მთლიანობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული 43 საცხოვრებელი სახლის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება. პროცესი მაისის შუა რიცხვებამდე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაობს შპს “ლიბო” განახორციელებს.

კომენტარები გამორთულია