ღია კარის დღეები ბაგა-ბაღებში

0
273

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. “ტელეგრაფი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ბაგა- ბაღების ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი პატარა აღსაზრდელების მშობლებს ბევრი კითხვა უჩნდებათ.
ჩვენც შეძლებისდაგვარად ,ვცდილობთ გიპასუხოთ-დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესი და მოთხოვნები..მაგრამ ნათქვამს ნანახი სჯობს, ჩვენი მუშაობის გამჭვირვალობისთვის, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, ვიწყებთ ღია კარის დღეებს ფილიალებში.
ძვირფასო მშობლებო გეძლევათ შესაძლებლობა ჩვენს ფილიალებში მთელი დღის განმავლობაში დაესწროთ, დააკვირდეთ როგორც სასწავლო-სააღმზრდელო, ასევე კვების პროცესს, ზოგადად ჰიგიენას ჯგუფებსა და სამზარეულოებში, გაესაუბროთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე გაერთიანების წარმომადგენლებს ადგილებზე.
ღია კარის დღის შემდეგ იგეგმება მშობელთა კომიტეტის შეხვედრა ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებთან, რათა შემდგომში თქვენი ჩართულობისა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად გაგაცნოთ და ერთად განვსაზღვროთ პრიორიტეტები ჩვენი საბავშვო ბაღების უფრო ეფექტური ფუნქციონირებისათვის”

კომენტარები გამორთულია