7 აპრილიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

0
370

საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ დღისით თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის ბოლოს კი ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში დღისით 19-24 გრადუსი იქნება, მთაში – 18-23 გრადუსი.

ხვალ მზიანი ამინდი იქნება თბილისშიც, თუმცა დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება.

8 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-22 გრადუსი იქნება. თბილისში დღის ბოლოს ასევე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება.

9 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც ტემპერატურა დაიკლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონში იწვიმებს. იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება, დროგამოშვებით კი 20-25 მეტრი წამში. თბილისში დღის ბოლოს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსია მოსალოდნელი.

10 აპრილს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპერატურა 11 აპრილსაც შენარჩუნდება.

კომენტარები გამორთულია