„ბანკი ქართუ” ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივის

0
257

„ბანკი ქართუ” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„„ბანკი ქართუ გაცნობებთ, რომ სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. 
6 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნ.წიკლაურმა გ.ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა.

 “ბანკი ქართუ” მოითხოვს 10 000 ლარიან კომპენსაციას, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს.
 ამ თანხას “ბანკი ქართუ”  გადაურიცხავს “სოლიდარობის ფონდს”. – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი ივანიშვილის ბანკ ქართუს მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

როგორც მათ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანიამ “ქართული საინვესტიციოჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ.

“2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულადდაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვაქონებებთან ერთად მანქანები ჩადო “ქართუ ბანკში” და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამთანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდაქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორცკომპანიას, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებსპატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს”, – განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძოლების ინტრესებსსამართლებრივად დაიცავს. ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არგამორიცხავს.

კომენტარები გამორთულია