რუსთავისა და მარნეულის ნაგავსაყრელებზე ქარსაცავი ზოლი მოეწყო

0
415
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში რუსთავის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რაც დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. რუსთავის ნაგავსაყრელის პარალელურად ხეები დაირგო მარნეულის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზეც. აქციას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილიც შეუერთდა. რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ჯამში 520 ალვისა და კიპარისის ხე დაირგო.

 

კომენტარები გამორთულია