საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა

0
77

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური – „დარიალი ჰესი“ გაიხსნა.

„დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი და ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის“ ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

კომენტარები გამორთულია