შემთხვევითი ტყვია შშმ პირს მოხვდა

0
415

დაახლოებით ერთი საათის წინ თოდრიის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან გასროლილი ტყვია, ეზოში მყოფ შშმ პირს მოხვდა. როგორც თვითმხილველებმა „ტელეგრაფთან” საუბარში განაცხადეს, გასროლა ე.წ ტირის თოფიდან მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც პირველადი დახმარება გაეწია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი უკვე ბინაზეა გაწერილი.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიური ტანჯვის გამოწვევას გულისხმობს.

კომენტარები გამორთულია