ახლობლები ათენში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

0
341
ათენში მცხოვრები პოეტი ნინო ქიზიყელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 7 აპრილს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ათენში ახლად ჩასული სოფიო კაციაშვილი.
მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ,,სოფო მოკრძალებული ახალგაზრდაა, რომელსაც ნაცნობ_ მეგობრები არ ყავდა ათენში, არც არსად დადიოდა. არ იცის არაფერი მცირე სასაუბრო ენის გარდა (ბერძნულ ენა) სულ რამოდენიმე თვეა, რაც ათენში იმყოფება. საქართველოში ყავს ავადმყოფი დედა, რომელიც მძიმე ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად სოფოს უეცარი გაუჩინარებით განადგურებულია. უკვე საკმარისზე მეტი დროა გასული იმისათვის, რომ იმედი გვქონოდა მისი გამოჩენის. გასულია 28 საათზე მეტი, რაც არაფერი ისმის მისი მხრიდან. ტელეფონი არ პასუხობს. გთხოვთ დააკვირდეთ ფოტო სურათს იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა ამოიცნოთ სოფო და აუცილებლად მოიყვანოთ ბერძნულ-ქართული ასოციაციის კორპუსში ვილარას 2. ომონია (აგიოს კონსტსნტინეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია) ან დამიკავშირდეთ ტელეფონზე:6997552727 / 6944097949 მის მპოვნელს აუნაზღაურებთ გზის ხარჯს.” – ნათქვამია ნინო ქიზიყელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყაროს ინფორმაციით, სოფო კაციაშვილის შესახებ ინფორმაცია ახლობლების მხრიდან უკვე მიეწოდა ათენში საქართველოს საელჩოს და შესაბამის ორგანოებს.
წყარო: Athens Georgian Migrants Information Center

კომენტარები გამორთულია