რუსთავში ალვის ხეები დარგეს

0
102

ღონისძიების ფარგლებში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში 500 ძირი ალვის ხის ნერგი დარგეს, რითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი ქარსაცავი ზონა შეიქმნა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.

კომენტარები გამორთულია