რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

0
140

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი, დღეს რუსთავშიც მიაგეს. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში, დიდების ხეივანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

რუსთავის მერიის ფოიეში კი დღეს 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა მოეწყო.

კომენტარები გამორთულია