ჩაძირული „ტიტანიკის“ სანახავად ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ტური $105 ათასი ღირს

0
264

რიტანულმა კომპანიამ Blue Marble Private ჩაძირული „ტიტანიკის” სანახავად ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ტურები 2018 წლიდან დაიწყება.

უცხოური მედია წერს, რომ ტური კანადის შემადგენლობაში შესული კუნძული ნიუფაუნდლენდიდან დაიწყება და ტურისტებს ჩაძირულ ლაინერამდე მიიყვანს, სადაც 3200 მეტრის სიღრმეზე მათი ჩაყვანა მოხდება. ტურის ღირებულება 105 ათასი დოლარია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა ჩაძირულ „ტიტანიკთან” ბაქტერიები აღმოაჩინეს, რომლებსაც „ტიტანიკის” განადგურება 15-20 წელში შეუძლიათ.

„ტიტანიკი” ეს იყო ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის ის უდიდესი სამგზავრო გემად იყო მიჩნეული და მისი მფლობელი კომპანია White Star Line იყო.

„ტიტანიკი” 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40 საათზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში.
დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

წყარო: “ბანკები და ფინანსები”

კომენტარები გამორთულია