აღდგომის დღეებში რუსთაველებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოდ შეეძლებათ

0
151

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

16 და 17 აპრილს, მოქალაქეებს სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსებით მგზავრობა უფასოდ,  ქალაქის  რამდენიმე ადგილიდან შეეძლებათ. ავტობუსები სასაფლაოსკენ ფიროსმანის ქუჩიდან (N1 საჯარო სკოლის მიმდებარე)  ჭყონდიდელის დასახლებიდან,  ქუთაისის მოედნიდან,  მე–19 მიკრო რაიონიდან (სუპერმარკეტ „მადაგონის“ მიმდებარე ტერიტორია) და მე-12 მიკრო რაიონიდან (წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია), 10:00 17:00 საათამდე იმოძრავებენ.

კომენტარები გამორთულია