„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარი გამოიყოფა

0
73

თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებას სხდომაზე დამსწრე 42 დეპუტატიდან მხარი 34-მა დაუჭირა, დანარჩენმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.

„მერის სარეზერვო ფონდში საკმარისი თანხა არ იყო, რის გამოც საბიუჯეტო ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. მერის სარეზერვო ფონდს 1 მილიონი ლარი დაემატა და უკვე ამ კვირაში ხანძრით დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარება გაიცემა“, – განაცხადა სხდომის შემდეგ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, 350-მდე მოქალაქე 3 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

„ეს არ იყო იოლი პროცესი, თუმცა საბოლოოდ შევჯერდით. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც თბილისის მუნიციპალიტეტს დაზარალებულებისთვის შეეძლო“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები გამორთულია