გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გაზსადენი მილის იჯარით გაცემაზე აუქციონი გამოაცხადა

0
244

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახტანგისის ტერიტორიაზე მდებარე ხაზოვანი ნაგებობი ელექტრონულ აუქციონზეა გამოტანილი.

როგორც ირკვევა მიწა აუქციონზე დღეს გამოვიდა და ამ ეტაპზე  საიჯარო თანხა 14 870 ლარია. ტერიტორია 10 წლიანი იჯარით აუქციონში გამარჯვებულს გადაეცემა.

აუქციონის პირობები ასე გამოიყურება:

აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს გაზსადენი მილის ქსელის მოვლაპატრონობა. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან ლიცენზია (ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული საქმიანობის განხორციელების უფლება). აუქციონში გამარჯვებულს ლიცენზიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საგარანტიო თანხა ბე არ დაუბრუნდება. ლიცენზიის წარმოდგენის შემდე არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა გაფორმდეს აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის ხელშეკრულება. აუქციონის დასრულებამდე (საიჯარო ქონების) დათვალიერება შესაძლებელია საიჯარო ქონების გამცემ ორგანოსთან  შეთანხმებით,  საკონტაქტო პირი: ილგამ მამედოვი; 591 180 580

კომენტარები გამორთულია