ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით კანონპროექტი მომზადდა

0
113

პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, ახალი კანონპროექტი შეიქმნა, რომლის მორიგი განხილვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყო.

ახალი კანონი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას;  ზოგად, პროფესიულ  და უმაღლეს განათლებას შორის მოქნილი კავშირების დამყარებას; კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის  ჩამოყალიბებას; მომზადება-გადამზადების სისტემების შექმნას; კომპანიებისა და კოლეჯების მიერ ერთობლივი პროგრამების განხორციელებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას  და სხვა.

დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ დაინტერესებული მხარეები და სამინისტროს სოციალური პარტნიორები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.   ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შეიქმნა  როგორც ადგილობრივი კონტექსტის, ასევე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

კომენტარები გამორთულია