თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

0
251

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში უკვე გადმოასვენეს, დაშავებულები კი ქალაქ რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან, სადაც ისინი ტრაბზონში საქართველოს კონსულმა მოინახულა.

„მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან ოჯახის წევრები. დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, – განმარტეს საგარეო უწყებაში.

თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსს შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები გამორთულია