მარნეულში 28 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

0
55

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახამოსახლეობა მიულოცა.

მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“ განახორციელა.  პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29 ბინა გადაეცათ.  დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო.

კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 28 ბინიდან 5-ერთოთახიანია,  12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY