რა მოხდა 32-ე ბაღში

0
360

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 32-ე ფილიალის აღსაზრდელი კიბესთან არსებულ სივრცეში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. როგორც ბაღის გამგემ „ტელეგრაფთან“ საუბრისას  განაცხადა, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა, თუმცა მომხდარის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდა. ბავშვი კი სააღმზრდელო პროცესს ორ დღეში დაუბრუნდა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ შემთხვევა საღამოს მოხდა, როდესაც ბავშვი დედას უკვე სახლში გაყავდა. ეკა ხუციშვილის თქმით, დედას მცირეწლოვანი გაექცა და შემთხვევაც მაშინ მოხდა. ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით მოხდა, თუმცა მას რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მისი თქმითს ბავშვს  სახის არეში მცირე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

შემთხვევა ბაგა-ბაღების გაერთიანების 32-ე ფილიალში ერთი კვირის წინ მოხდა.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია