რუსთავის მერიამ 1 196 452 ლარის ღირებულების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

0
436

ქალაქ რუსთავში გრანელის ქუჩის ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით რუსთავის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად მოხდება, ქალაქ რუსთავში, გრანელის ქუჩის გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის სატენდერო თანხად 605 332 ლარია გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 2 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

ასევე, გზის საფარისა და სანიაღრეების მოსაწყობად გამოაცხადა მერიამ მეორე ტენდერი, რომელიც ქალაქ რუსთავში გომელაურის ქუჩის და მიმდებარე ეზოების (გომელაურის #2, 4, 6, 8, 10, გომელაურის #1, 3, 5, 7, 9, ფიროსმანის #21, 23, 25, 27, 29, მშენებელთა #28, 30, 32, 34, 36) ქუჩებზე სამუშაოების შესრულებას გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის სატენდერო თანხა 591 120 ლარია. წინადადებების მიღება აქაც 2 მაისს დასრულდება, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა შეასრულოს.

კომენტარები გამორთულია