სავარაუდოდ, შვილი მამის მიერ გასროლილი ტყვიის შედეგად გარდაიცვალა

0
458

On.ge– ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ თბილისში გასროლა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავარაუდოდ, შვილი მამის მიერ გასროლილი ტყვიის შედეგად გარდაიცვალა.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დანაშაული გახსნილია და ერთი პირია დაკავებული. თუმცა, მათ არ უთქვამთ ვინაა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი, რა ბრალდებით დააკავეს და რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში გარდაცვლილის მეზობელმა ფეისბუკზე დაწერა: “აიღო [ბრალდებულმა] ავტომატი და მეზობლებს აშინებდა – დარბოდა ეზოში და ისროდა. მერე სახლში შევიდა და ისროდა. მერე გარეთ ისროდა. მოვიდა პატრული, ოჯახის წევრები დაკითხა, ოჯახის წევრებმა არა, არაფერი მსგავსი არ მომხდარაო, მერე [გარდაცვლილი] დაკითხეს, მამაშენი მართლა ისროდაო, ფეხებში გაქვს მოხვედრილიო? არა არაფერია, ნაკაწრებიაო და საბოლოოდ, სისხლის ნაკლებობისგან, ამ ამბიდან ერთ საათში ჯერ კიდევ პატრულის მანქანაში მჯდარი მოკვდა”.

წყარო: on.ge

კომენტარები გამორთულია