10 – 16 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

0
543

10 – 11 აპრილს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ, 11 აპრილს – ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
12 – 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.
16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

კომენტარები გამორთულია