ადევნება დასჯადი ხდება

0
287

იუსტიციის სამინისტროს ინფომრაციით ადევნება გულისხმობს არაკანონიერ თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ნებისმიერ განზრახ ქმედებას, რომელიც პირის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს ან აიძულებს ცხოვრების წესის შეცვლას.

ადევნება, როგორც დანაშაული სახეზე იქნება, თუ თვალთვალი ან არასასურველი კომუნიკაცია ან ნებისმიერ სხვა ქმედება პირის მიერ ხორციელდება განზრახ, სისტემატურად და იწვევს ფსიქიკურ ტანჯვას ან შიშს, რომ მის მიმართ განხორციელდება ძალადობა ან მოხდება ქონების განადგურება, ამასთან ეს შიში უნდა აიძულებდეს პირს შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნიდეს შეცვლის საჭიროებას. თუ აღნიშნული ოთხი ელემენტი ვლინდება, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ქმედება ადევნებად.

 

კომენტარები გამორთულია