აზოტის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

0
234

რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული მუშების სასამართლო პროცესი 16 მაისს ჩაინიშნა. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. როგორც გათვისუფლებული მუშების ადვოკატი აცხადებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესზე იმ 57 მუშის საქმე განიხილება, რომელთაც ხელშეკრულება უკანონოდ აქვთ შეწყვეტილი.

სასამართლო პროცესის შესახებ გათვისუფლებულ მუშებს სმს შეტყობინებები უკვე დაეგზავნათ.

შეგახსენებთ რომ, მიმდინარე წლის 26 იანვარს აზოტის ქარხნის ახალმა მენეჯმენტმა 350-მდე თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. საწარმოში მისულ თანამშრომლებს საშვები დაბლოკილი დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები, ხელშეკრულების დარღვევაზე და უკანონო დათხოვნაზე საუბრობდნენ, რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, დიდი ნაწილი, კომპანიის მიერ შეთავაზებულ 400 ლარიან (სამი თვით) კომპენსაციას დათანხმდა. მათი უმეტესობა დაბალანაზღაურებადი, საპენსიო ასაკის ან მართლმსაჯულებისადმი პესიმისტურად განწყობილია.

კომენტარები გამორთულია